ისრაელ-პალესტინის ურთიერთობა

ჯონ კერი ბინიამინ ნეთანიაჰუს შეხვდება

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი
Reuters

ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ისრაელის პრემიერმინისტრს ბინიამინ ნეთანიაჰუს შეხვდება. კერის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პალესტინისა და ისრაელის ლიდერებმა განიხილონ ალ-აქსას საკითხი და სიტუაციის დასამშვიდებლად შეთანხმდნენ შემდგომ ნაბიჯებზე.

„მე არ მაქვს წინასწარი მოლოდინები. იმედი მაქვს, რომ მოვლენები გაუმჯობესდება მოლაპარაკების შემდეგ", - თქვა ჯონ კერიმ.

ისრაელის პრემიერმინისტრის ბინიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ის მომხრეა წმინდა ქალაქს სტატუსკვო დაედოს.
ამასთან, ამერიკის სახელმწიფო მდივანი სირიის კონფლიქტის განსახილველად შეხვდება თურქეთის, საუდის არაბეთისა და რუსეთის ლიდერებს.

კომენტარები