ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

წიკლაური: ქუთაისში, გორში, ბათუმსა და ოზურგეთში ჩვენი ოფისები დაარბიეს

ტაბულა

ქვეყნის მაშტაბით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რამდენიმე ოფისი დაარბიეს. ამასთან დაკავშირებით პარტიის წევრებმა ბრიფინგი გამართეს.

როგორც ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, დარბეულია ქუთაისის, გორის, ბათუმისა და ოზურგეთის ოფისები. 

დღეს ქუთაისის ოფისში რამდენიმე პირი შეიჭრა. როგორც პარტიის წევრმა ნუგზარ წიკლაურმა აღნიშნა, ქუთაისში მათ ოფისთან 100-მდე ადამიანია მობილიზებული, მათ შორის არიან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. ამასთან, გორში არსებული ოფისის კარია აჭედილი.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დროულ რეაგირებას და მომხდარის გამოძიებას ითხოვს.

კომენტარები