რუსთავი 2-ის საქმე

სახ. დეპ: რ2-ის დახურვა ან პოტენციური დახურვა მედიასივრცეს შეავიწროვებს

0 კომენტარი
ფოტო: EPA

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მარკ ტონერმა ყოველდღიიურ ბრიფინგზე რუსთავი 2-ის შესახებ კვლავ ისაუბრა, შეშფოთება გამოხატა და აღნიშნა, რომ ყველაზე დიდი არხის დახურვა ან პოტენციური დახურვა საქართველოში მედიასივრცეს მნიშვნელოვნად შეავიწროვებს.

"რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ვისაუბრებთ რუსთავი 2-ის საქმის სამართლებრივ მხარეზე. სასამართლო პროცესი ჯერ უნდა დასრულდეს. თუმცა, ვიტყოდი, რომ ყველაზე დიდი ტელეკომპანიის დახურვა ან პოტენციური დახურვა შეშფოთების საგანია და საქართველოში მედიასივრცეს მნიშვნელოვნად შეავიწროვებს. სერიოზულად ვუდგებით ყველა ისეთ ქმედებას, რაც მედიაპლურალიზმის რისკის ქვეშ ყოფნის შთაბეჭდილებას ტოვებს.

საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ ეს საკითხი პრეზიდენტთან და პრემიერმინისტრთან განიხილა. ჩვენ მივესალმებით პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის* მოწოდებას, აღნიშნული საკითხი მშვიდობიანად განიხილონ. ჩვენ, აშშ-ის ხელისუფლება, ხშირად ვაქებდით საქართველოს ღია მედიაგარემოს. ის საერთაშორისოდ აღიარებული იყო, როგორც ნიმუში რეგიონში და ჩვენ გვჯერა, რომ დემოკრატიული ხელისუფლების პრიორიტეტი უნდა იყოს მოქალაქეების თავისუფლების დაცვა, რაც დამოკიდებულია თავისუფალი მედიის ხელმისაწვდომობაზე", - თქვა ტონერმა ბრიფინგზე.

 

*მარკ ტონერი საუბრისას გიორგი მარგველაშვილს ამბობს. სახელმწიფო დეპარტამენტს ტრანსკრიპტში შეცდომით ირაკლი ღარიბაშვილი უწერია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"სიყვარულის ფეიერვერკი, ცივილიზაციის უდიდესი მიღწევა" - ივანიშვილის აზრები ქართულ სუფრაზე

კომენტარები