სირიის კრიზისი

კერი და ლავროვი ერთმანეთს სირიის საკითხის განსახილველად ხვდებიან

State Department (Flickr)

ვენაში, სასტუმრო იმპერიალში, ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, სირიის კრიზისის მოსაგვარებელი გზების განსახილველად ხვდებიან ერთმანეთს.

ჯერჯერობით უცნობია, მიაღწევენ თუ არა ისინი შეთანხმებას. ცნობილია, რომ ამერიკა ბაშარ ალ ასადის გადადგომას უჭერს მხარს, რუსეთი კი მისი მომხრეა.

მოლაპარაკებები ასევე მიმდინარეობს ორ სამხედრო ოპერაციაზე, რომლებსაც ამერიკა და რუსეთი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად აწარმოებენ.

კომენტარები