არჩევნები პოლონეთში

პოლონეთის საპარლამენტო არჩევნებში იაროსლავ კაჩინსკის პარტიამ გაიმარჯვა

theconversation.com

პოლონეთის 2015 წლის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციურმა კონსერვატორულმა პარტია "კანონი და სამართლიანობამ" იაროსლავ კაჩინსკის ხელმძღვანელობით ხმათა 39.1 %-ით გაიმარჯვა. მმართველმა პარტია "სამოქალაქო პლატფორმამ" კი ხმების 23.4 % მიიღო.

მოქმედ პრემიერმინისტრ ევა კოპაჩს თანამდებობაზე სავარაუდოდ "კანონი და სამართლიანობის" კანდიდატი ბეატა შიდლო შეცვლის.

პოლონეთის პარლამენტი ორპალატიანია. ქვედა პალატა, სეიმი 460 დეპუტატისგან, ხოლო ზედა - სენატი, 100 დეპუტატისგან შედგება. სეიმის დეპუტატებს პარტიული სიით, ხოლო სენატორებს მაჟორიტარული წესით ირჩევენ.

კომენტარები