არჩევნები გვატემალაში

გვატემალაში პრეზიდენტად კომიკოსი ჯიმი მორალესი აირჩიეს

0 კომენტარი
ფოტო: Reuters

გვატემალაში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში კომიკოსმა ჯიმი მორალესმა ხმების 72% დააგროვა. მისმა კონკურენტმა, ყოფილმა პირველმა ლედიმ, სანდრა ტორესმა არჩევნებში დამარცხება ხმების დათვლის დასრულებამდე აღიარა. არჩევნები ექსპრეზიდენტის ოტო პერეს მოლინას დაკავებიდან 1 თვეში ჩატარდა.

ექსპრეზიდენტი კორიფციულ სქემებში მონაწილეობასა და თაღლითობაშია ბრალდებული. პრეზიდენტთან ერთად დაკავებულია ქვეყნის ვიცეპრეზიდენტიც. ისინი ამ დრომდე ყველა ბრალდებას უარყოფენ.

ჯიმი მორალესის მთავარი წინასაარჩევნო დაპირება სწორედ კორუფციასთან ბრძოლა იყო. მისთვის ასევე პრიორიტეტულია სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის სასურსათო პრობლემის მოგვარება, განათლების სფერო და მრეწველობის მხარდაჭერა.

მორალესმა გვატემალაში სახელი კომიკოსობით გაითქვა. ის 14 წლის განმავლობაში ამ სფეროში მოღვაწეობდა. აღსანიშნავია, რომ მისი ყველაზე ცნობილი კომიკური პერსონაჟი, უსაქმური კოვბოი იყო, რომელიც შემთხვევით ქვეყნის პრეზიდენტი ხდებოდა.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ზურა ჯაფარიძე

კომენტარები