ჰელოუინი

განათლების სამინისტრო: მმკ-ს მოთხოვნები ჰელოუინის შესახებ ჩვენთვის გაუგებარია

ნეტგაზეთის ინფორმაციით განათლების სამინისტროსთვის მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის მოთხოვნა ჰელოუინის შესახებ გაუგებარია.

"სრულიად გაუგებარია სამინისტროს ჩართვა ასეთ თემებში. ეს არის სახელმწიფო დაწესებულება და სამინისტრო არავის მოუწოდებს გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობისკენ. ვერც ჩვენ და ვერც ეს ჯგუფი, რომელიც გამოირჩევა რადიკალური შეხედულებებით, რაც ხშირად და ამ შემთხვევაშიც დაშორებულია რეალობას, ვერ უკარნახებს ადამიანებს იზეიმონ თუ არა ჰელოუინი," - სამინისტროს პრესსამსახურში ნეტგაზეთს განუცხადეს. 

ცნობისთვის, 28 ოქომბერს სასულიერო პირებმა მათრთმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრებთან ერთად განათლების სამინისტროსთან აქცია გამართეს სახელწოდებით"ჰელოუინი დემონიზმი და ოკულტურობაა", სადაც უწყებისგან ამ დღის აღნიშვნის აკრძალვას მოითხოვნდნენ.

კომენტარები