რუსთავი 2-ის საქმე

გიგა ბოკერია და ნიკა გვარამია დაკითხვაზე გამოცხადდნენ

ენმ-ის საერთაშორისო მდივანი გიგა ბოკერია და რუსთავი2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში დაკითხვაზე მივიდნენ.

შეგახსენებთ, რომ ბოკერია და გვარამია დაკითხვაზე დაბარებულები არიან გუშინ გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერებთან დაკავშირებით.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სახელმწიფო გადატრიალებისა და შეთქმულების მცდელობაზე გამოძიება 24 ოქტომბერს დაიწყო. გიგა ბოკერია იმავე დღეს დაკითხეს რუსულ სერვერებზე ატვირთული უკრაინული ბლოგის wikileaks.center-ის მიერ გამოქვეყნებულ "სააკაშვილისა და ბოკერიას დიალოგის ტრანსკრიპტთან" დაკავშირებით.

კომენტარები