სირიის კრიზისი

„ისლამურმა სახელმწიფომ“ ჰომსის პროვინციის ქალაქ მაჰინზე კონტროლი დაამყარა

„ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა ჰომსის პროვინციის ცენტრალური ქალაქი მაჰინი სამთავრობო ჯარებისგან გაწმინდეს. სამხედრო ოპერაციის შესახებ განცხადებას დაჯგუფების წევრები ავრცელებენ.

ქალაქზე შეტევა შაბათს საღამოს ორი ავტომანქანის აფეთქებით დაიწყო. შეტაკებების შედეგად სამთავრობო ჯარების 50-ზე მეტი ჯარისკაცი დაიღუპა ან დაიჭრა.

ბოლო დროს მოვლენები სირიაში აშშ-ისა და რუსეთის საჰაერო შეტევების ფონზე მიმდინარეობს.

ქალაქ მაჰინის აღების შემდეგ, „ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებს მხოლოდ 20 კმ აშორებთ იმ გზიდან, რომელიც დამასკოს ჰომსთან და ჩრდილოეთის სხვა ქალაქებთან აკავშირებს.

კომენტარები