სამომხმარებლო ბაზარი

დიმიტრი ქუსმიშვილი: ანტიდემპინგური კანონი უდიდესი სიკეთეა

0 კომენტარი
დიმიტრი ქუმსიშვილი ფოტო: ტაბულა

საქართველოს მთავრობაში ანტიდემპინგურ კანონზე მუშაობენ, ეკონომიკის მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, აღნიშნული კანონის მიღება უდიდესი სიკეთე იქნება. ანტიდემპინგი საგარეო ვაჭრობის შემზღუდველ ნორმებს მოიცავს, რომლებიც უცხოურ კომპანიებს ბარიერს უწესებს, რათა მათ ის პროდუქცია, რომელიც ქვეყნის შიგნითაც იწარმოება, სავარაუდო თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად არ გაყიდონ. ეკონომიკის მინისტრმა ანტიდემპინგური კანონის შესახებ მაესტროსთან ისაუბრა. 

"შეიძლება თეორიულად მოხდეს შემთხვევა, როდესაც ბაზრის დაპყრობის მიზნით, მოხდეს სუბსიდირება, იმიტომ რომ დემპინგმა უნდა დაასუბსიდიროს. ეს ნიშნავს, რომ დემპინგის დროს თქვენ უნდა ჩაატაროთ გამოძიება და დაუდგინოთ დადასტურებულად, რომ ფასი, რომლითაც შემოდის პროდუქცია, არის თვითღირებულებაზეც ნაკლები. თუკი თქვენ გყავთ მწარმოებელი ქვეყნის შიგნით, რომელიც აწარმოებს, თქვენ შეგიძლიათ იმსჯელოთ, რომ ეს ვნებს ადგილობრივ ბაზარს. ეს უდიდესი სიკეთეა", - ამბობს ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი. 

დემპინგის აკრძალვის დროს მოსახლეობა ზარალდება, რადგანაც ისინი უცხოური პროდუქციის შეღავათიან ფასად ყიდვის საშუალებას კარგავენ, მოგებულ მდგომარეობაში კი ადგილობრივი კომპანიები რჩებიან, რომლებიც აღნიშნულ საქონელს შედარებით ძვირად აწარმოებენ. ამ დროს მოსახლეობას მხოლოდ ადგილობრივი და შედარებით ძვირიანი პროდუქციის ყიდვის ალტერნატივა აქვს, რაც მათი მსყიდველუნარიანობის შემცირებას იწვევს. ანტიდემპინგური კანონმდებლობის მიღება ქვეყანაში ბიზნესგარემოსთვის ახალი რეგულაციის დაწესება იქნება, რომელიც კონკრეტულ კომპანიებს სახელმწიფოს მხრიდან პროტექციონისტულ მდგომარეობაში ჩააყენებს. ანტიდემპინგური კანონმდებლობა შესაძლოა ბუნდოვანიც იყოს, რაც შეიძლება კანონის ნორმების ფართოდ განმარტებისა და, შედეგად, კომპანიებისთვის ახალი ფინანსური ბარიერის შექმნის ტოლფასი გახდეს. 

"აგიხსნით რაციონალს, თუ რა დგას ამ კანონის უკან, როდის მივიღებთ ამ კანონს, ეს განხილვის თემა არის, მინდა დაგარწმუნოთ, რომ ანტიდემპინგი არის აბსოლუტურად საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამის ჩარჩოებში არსებული კანონმდებლობა, რომელიც აქვს საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციის პრაქტიკულად ყველა ქვეყანას, ჩვენ აქ არაკონვენციურს არაფერს ვაკეთებთ. შესაბამისად, ეს არის ელემენტარული ზომა იმისათვის, რომ შენ დაიცვა შენი მეწარმე იმ შემთხვევაში, თუ ვიღაცა არაკეთილსინდისიერად ექცევა შენს ბაზარს", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

კომპანიები ზოგიერთ შემთხვევაში საქონელს მის თვითღირებულებასთან მიახლოებულ ფასადაც ყიდიან, რაც მრავალ მიზანს, მათ შორის, მომხმარებლების მოზიდვას, ფინანსური დანაკარგის თავიდან არიდებას და ა.შ. შეიძლება მოიცავდეს. ასევე საკმაოდ რთულია იმის დადგენა, თუ რა წარმოადგენს დემპინგურ ფასს. 

ქართული ოცნების დეპუტატები მსგავსი კანონპროექტის შექმნას მიესალმებიან, ფრაქცია მრეწველების წევრი გოგი თოფაძე ქვეყანაში დემპინგის მიმართულებით არსებულ პრობლემებზე ადრეც საუბრობდა

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"ეს იყო ჩემი ცხოვრების შესანიშნავი 4 წელი" - ბრიტანეთის ელჩის გამოსამშვიდობებელი ვიდეო

კომენტარები