ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია

ირლანდიაში ჰეროინის, კოკაინისა და კანაფის დეკრიმინალიზაციას მოახდენენ

0 კომენტარი
ფოტო: Getty Images

ირლანდიაში სხვადასხვა ნარკოტიკის, მათ შორის, ჰეროინის, კოკაინისა და კანაფის მცირე დოზით მოხმარების დეკრიმინალიზაციას მოახდენენ.

ნარკოტიკებთან დაკავშირებით ეროვნული სტრატეგიის მინისტრის, აოდან ო'რიორდანის თქმით, მომავალი წლიდან ირლანდიაში მომხმარებლებს ნარკოტიკების მიღება სპეციალურ ოთახებში შეეძლებათ. 

მინისტრის თქმით, ეს ნაბიჯები ნარკოტიკზე დამოკიდებულთა დასახმარებლად იდგმება. მისივე განცხადებით, დეკრიმინალიზაცია ლეგალიზაციას არ ნიშნავს.

როგორც მინისტრი ამბობს, ნარკოტიკების გაყიდვა ან დისტრიბუცია ირლანდიაში კვლავაც დანაშაულად ჩაითვლება, თუმცა, მომხმარებლები ნარკოტიკზე დამოკიდებულების გამო აღარ დაისჯებიან.

"თუ ჩვენ ვაპირებთ ნარკოტიკებსა და ალკოჰოლზე დამოკიდებულებასთან გამკლავებას, მტკიცედ მჯერა, რომ საჭიროა, ჩვენს კულტურაში შევცვალოთ ხედვა", - თქვა ო'რიორდანმა.

მინისტრის თქმით, ირლანდიის ხელისუფლებაში არსებობს მტკიცე კონსენსუსი, რომ ნარკოტიკები უნდა იყოს დეკრიმინალიზებული.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ენძელა მაჭავარიანი

კომენტარები