რუსთავი 2-ის საქმე

პრეზიდენტი: ქართულმა ოცნებამ თავი შეიკავოს არადიპლომატიური განცხადებებისგან

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მმართველ კოალიციას მოუწოდებს, არ ჩაიკეტოს საკუთარ თავში და გაითავისოს პოლიტიკური პროცესის მნიშვნელობა, ასევე თავი შეიკავოს არადიპლომატიური განცხადებებისგან. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, არსებული ვითარება ქვეყნის დემოკრატიულ იმიჯს აზიანებს.

"რუსთავი 2-ის საქმის ირგვლივ ორი კვირის წინ შექმნილი დაძაბული ვითარება საზოგადეობის ყველა სეგმენტის აქტიურობით განიმუხტა, თუმცა დღეს ისევ რთული გარემოების წინაშე აღმოვჩნდით, რაც ქვეყნის დემოკრატიულ იმიჯს და საერთაშორისო რეპუტაციას აზარალებს. ამ შეფასებებში ერთიანია საზოგადოება, არასამთავრობო სექტორი დიპლომატები, სახალხო დამცველი, პოლიტიკური პარტიები მათ შორის მმართველ კოალიციაში შემავალი სუბიექტების ნაწილიც. მივმართავ მმართველ კოალიციას თავი შეიკავოს არადიპლომატიური გამონათქვამებისგან და სიტუაციის შეფასებისას ნუ შემოიფარგლება მხოლოდ ფორმალური განცხადებით. მოვუწოდებ მმართველ კოალიციას ნუ ჩაიკეტება საკუთარ თავში და გაითავისოს პოლიტიკური პოლიტიკური პროცესის მნიშვნელობა გადადგას ქმედეითი ნაბიჯები და გაითავისოს პოლიტიკური პროცესის მნიშვნელობა. გადადგას ქმედითი ნაბიჯები ქვეყნის დემოკრატიული იმიჯის დასაცავად; აწარმოოს დიალოგი საზოგადოებასთან და დიპლომატიურ კორპუსთან, რომელიც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულობის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის აქტიური მხარდამჭერია." - ამბობს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. 

რუსთავის 2-ის ირგვლივ მიმდინარე პროცესების შესახებ გიორგი მარგველაშვილმა ეს განცხადება საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

კომენტარები