რუსთავი 2-ის საქმე

მაია კოპალეიშვილი უსუფაშვილთან ერთად 5 წელი მუშაობდა, გვარამიასთან - 2

მაია კოპალეიშვილი
საკონსტიტუციო სასამართლო

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მაია კოპალეიშვილი, რომლის აცილებასაც პარლამენტი ითხოვს რუსთავი 2-ის სარჩელების განხილვისას, 2000-2005 წლებში საკანონმდებლო ორგანოს ამჟამინდელ თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან ერთად მუშაობდა USAID-ის პროექტებში, რომელსაც ჯერ AMEXI-INTERNATIONAL, შემდეგ კი IRIS ახორციელებდნენ.

ნიკა გვარამიას მინისტრობისას კი მაია კოპალეიშვილი გვარამიას თანამშრომელი ორი წლის მანძილზე, 2007-2009 წლებში იყო.

გამოდის, რომ კოპალეიშვილი პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან ერთად უფრო მეტხანს მუშაობდა.

პარლამენტი საკონსტიტუციო სასამართლოსგან მაია კოპალეიშვილის აცილებას იმ მოტივით ითხოვს, რომ ის გვარამიასთან ერთად მუშაობდა და მას რუსთავი 2-თან მიმართებით მიკერძოებული დამოკიდებულება აქვს.

კომენტარები