კიწმარიშვილის საქმე

ივანიშვილი ტაბულას: როგორ გინდათ, რომ დამიჭირონ, ეგ ვერ მოხდება

ტაბულას კითხვას, თუ რა ინფორმაციის გამჟღავნებით ემუქრებოდა მას ეროსი კიწმარიშვილი სიკვდილამდე რამდენიმე ხნით ადრე, ყოფილმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა უპასუხა, რომ არ იცის.

მორიგ კითხვაზე - შეიძლება თუ არა, ის კიწმარიშვილის საქმეზე დაკითხონ, ივანიშვილი პასუხობს: "როგორ გინდათ, რომ დამიჭირონ, კი არ დამკითხონ, როგორ ოცნებობთ. არ მოხდება, შვილო, არა, ეგ უცნაურობები, რაც თქვენ გინდათ. ვერ მიიღწევა ეგ მაგ წესებით, როგორც თქვენ გინდათ".

კომენტარები