რუსთავი 2-ის საქმე

იურისტები და NGO-ები ევა გოცირიძის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს აფასებენ

გუშინ გადაცემა არჩევნაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ევა გოცირიძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს იურისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ეხმიანებიან. ისინი გოცირიძის მიერ გამოხატვის თავისუფლების შესახებ გამოთქმულ მოსაზრებებს უარყოფითად აფასებენ და ამბობენ, რომ ეს მოსაზრებები შორს არის ქართულ კანონმდებლობისგან. იურისტებმა დღეს ტაბულასთან საუბარში იმ საქმეებთან დაკავშირებითაც ისაუბრესაც, რომლებიც გორიციძემ ევროპული სასამართლოს პრაქტიკიდან საკუთარი მოსაზრებების გასამყარებლად დაასახელა. როგორც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოყვანილი მაგალითები თავად გოცირიძის მოსაზრების საწინააღმდეგოს ამტკიცებს.

კომენტარები