ტერორიზმი

მალიში, სასტუმრო Radisson Blu Hotel-ში 170 ადამიანი მძევლად აიყვანეს

Radisson Blu Hotel

მალის დედაქალაქ ბამაკოს ცენტრში მდებარე სასტუმრო Radisson Blu Hotel-ს შეირაღებული პირები დაესხნენ თავს. AFP-ის ინფორმაციით, სასტუმროს მფლობელი აცხადებს, რომ ორმა შეირაღებულმა თავდამსხმელმა 140 სტუმარი და 30 თანამშრომელი აიყვანა მძევლად.

პოლიციამ სასტუმროს ალყა შემოარტყა. Reuters-ის ინფორმაციით, თავდამსხმელები, სასტუმროში შეჭრისას, არაბულ ენაზე, „ღმერთი დიდიას“ ყვიროდნენ.

სასტუმრო ამერიკულია და მალის დედაქალაქ ბამაკოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია. ბამაკოში აშშ-ის საელჩოს განცხადებით, ისინი ინფორმირებულები არიან მომხდარის შესახებ.

ზოგიერთი წყაროს ინფორმაციით, თავდასხმაში ათი შეირაღებული პირია ჩართული.

კომენტარები