ტერორიზმი

ბრიუსელში ტერორისტული საფრთხის მეოთხე დონე ერთი კვირით გაახანგრძლივეს

BBC

ბელგიის ხელისუფლება ბრიუსელში ტერორისტული საფრთხის უმაღლეს - მეოთხე დონეს ერთი კვირით ახანგრძლივებს. ბელგიის პრემიერმინისტრის განცხადებით, სავარაუდო სამიზნეებად, საფრანგეთის მსგავსად, მასობრივი თავშეყრის ადგილები მოიაზრება. 

ტერორისტული საფრთხის არსებობის გამო კონტროლი გამკაცრებულია ბელგია-გერმანიის საზღვარზე. უსაფრთხოების მიზნით ბრიუსელში კანადამ საელჩოც დახურა. 

დედაქალაქისგან განსხვავებით, უმაღლესი საფრთხის დონე არ გამოცხადებულა ბელგიის რეგიონებში. ამ დრომდე ძებნაშია 13 ნოემბრის პარიზის ტერაქტების მთავარი შემსრულებელი სალაჰ აბდესლამი. ბოლო ორი დღის განმავლობაში დაკავებული 21 ადამიანიდან ბრალი მხოლოდ ერთს წარუდგინეს, 17 გაათავისუფლეს, დანარჩენი 3 კი სამართალდამცველთა მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

აბდესლამის ადგილსამყოფელის დასადგენად სპეცოპერაციები საფრანგეთსა და ბელგიაში პარალელურად ტარდება. 

კომენტარები