შსს

ვაზისუბანში იეჰოვას მოწმეების ორგანიზაციის ოფისი დაცხრილეს

metro.us

თბილისში, ვაზისუბნის მესამე კვარტალში იეჰოვას მოწმეების ორგანიზაციის ოფისი დაცხრილეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავი 2 ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, სროლის ხმა ვაზისუბნის მესამე კვარტალში საღამოს 11 საათისთვის გაიგეს. იეჰოვას მოწმეების ორგანიზაციის შენობას დაახლოებით 15 ტყვია მოხვდა.

იმის მიუხედავად, რომ პოლიციის შენობა 300 მეტრში მდებარეობს, მომხდარის შესწავლა ექსპერტ-კრიმინალისტების ჯგუფმა დღეს დილით, მას შემდეგ დაიწყეს, რაც ორგანიზაციის წევრებმა მომხდარის შესახებ პოლიციაში განაცხადეს.

მომხდარის შესაძლო მიზეზებს ვერ ხსნიან ორგანიზაციაში. ინცინდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები