ხანძარი

ყიფშიძეზე აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

metro.us

ყიფშიძის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად ორი ადამიანია დაშავებული, მათ შორის ერთი საავადმყოფოშია გადაყვანილი. შემთხვევა შენობის პირველ სართულზე მოხდა. აფეთქება ყიფშიძის #6-ში, სავარაუდოდ, ბუნებრივმა აირმა გამოიწვია. 

ადგილზე იმყოფებიან მეხანძრეები. აფეთქების შედეგად გამოწვეული ხანძარი უკვე ლოკალიზებულია და ახლა სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

კომენტარები