ბოლნისის ბაზარი

ბოლნისის აგრარული ბაზარი დაიწვა

ძლიერი ხანძრის შედეგად ბოლნისის აგრარული ბაზარი დაიწვა. დამწვარია ბაზარში არსებული სავაჭრო ფარდულები. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი ბაზრის ტერიტორიაზე გაჩნდა და ახლომდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრედოს" ოფისზე გადავიდა.

ამ დროისთვის სახანძრო-სამაშველო სამსახურის მიერ ცეცხლი ლოკალიზებულია. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები