საქართველოს ეკონომიკა

ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა 3%-ით გაიზარდა

iStockPhoto

2015 წლის ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკური აქტივობა წინა წელთან შედარებით 3%-ით არის გაზრდილი, ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი აქვეყნებს. 2015 წლის პირველი ათი თვის ეკონომიკურმა ზრდამ კი 2.8% შეადგინა.

2015 წლის ბიუჯეტით 2%-იანი ეკონომიკური ზრდის მიღწევა არის დაგეგმილი. 2015 წლის დასაწყისში მთავრობა 5%-იან ზრდას ელოდა, თუმცა ლარის გაუფასურების გამო ბიუჯეტის კორექტირება მოხდა და საპროგნოზო ეკონომიკური ზრდაც 2.5-ჯერ შემცირდა.


ფოტო: საქსტატი,

2016 წელს საქართველოს მთავრობა 3%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. 2016 წლის ბიუჯეტი 4%-იან ინფლაციაზე იქნება გათვლილი, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალ წელს მთავრობა ფასების მნიშვნელოვან მატებას არ ელოდება. 

საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2010 წლიდან მოყოლებული საშუალოდ 6.1%-ს შეადგენდა, თუმცა 2013 წლიდან ეკონომიკური ზრდის ტემპი დამუხრუჭდა და მან დაგეგმილი 6%-ის ნაცვლად 3.3% შეადგინა. 2014 წელს მთავრობას 5%-იანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა ეკონომიკური მაჩვენებლების გაუარესების გამო ზრდამ 0.4%-ით ნაკლები შეადგინა.

წელს საქართველოსთვის 2%-იან ზრდას ვარაუდობენ საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD). მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით, მსოფლიოს ეკონომიკური ზრდა 2015 წელს 3%-ით არის განსაზღვრული. 

საქსტატის მონაცემები წინასწარია და დაზუსტებულ მონაცემს შესაძლოა არ ემთხვეოდეს.

კომენტარები