იეჰოვას მოწმეები

იეჰოვას მოწმეთა სამეფო დარბაზი ერთი კვირის განმავლობაში მეორედ დაცხრილეს

იეჰოვას მოწმეთა სამეფო დარბაზი

იეჰოვას მოწმეთა გაერთიანების ოფისი (სამეფო დარბაზი) ერთი კვირის განმავლობაში უკვე მეორედ დაცხრილეს. რელიგიური ორგანიზაციის ადვოკატი, მანუჩარ ციმინტია, ტაბულასთან საუბარში აცხადებს, რომ ცეცხლი შენობის მიმართულებით უცნობმა პირმა (პირებმა) დღეს, 30 ნოემბრის საღამოს, დაახლოებით 17:3-ზე გახსნა.

შენობა პირველად 23 ნოემბერს დაცხრილეს, მაშინ ციმინტია აცხადებდა, რომ "ჩვენი შენობის გზის მოპირდაპირე მხრიდან დაახლოებით 60-70 მეტრიდან არის ავტომატური იარაღით ნასროლი... ნაპოვნია 20-მდე მასრა. სამართალდამცავები მუშაობდნენ შემთხვევის ადგილზე და გამოძიება დაწყებულია ს.ს.კ–ის 187–ე მუხლით (სხვისი ნივთის დაზიანება)".

ციმინტია ამბობს, რომ იეჰოვას მოწმეთა კამერამ დანაშაულის ფაქტი დააფიქსირა და სამართალდამცველებს შეუძლიათ ეფექტურად გამოიძიონ მომხდარი.

კომენტარები