ISIS

ISIS-სთან საბრძოლველად აშშ ერაყში სპეციალიზებულ საექსპედიციო ძალებს გაგზავნის

voanews.com

თავდაცვის მდივნის ეშტონ კარტერის განცხადებით, ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან საბრძოლველად აშშ ერაყში სპეციალიზებულ საექსპედიციო ძალებს გააგზავნის. 

როიტერთან საუბარში კარტერმა განმარტა, რომ "დროთა განმავლობაში სპციალური ოპერაციის ძალებს შეეძლებათ რეიდების მოწყობა, ტყვეების გათავისუფლება, სადაზვერვო ინფორმაციის მოგროვება და ISIL-ის ლიდერების შეპყრობა."

ფრანსპრესისთვის მიცემულ ინტერვიუში კი კარტერმა აღნიშნა, რომ აშშ სპეციალური ოპერაციების ძალების გაგზავნას სირიაშიც გეგმავს. 

ოქტომბრის ბოლოს თეთრმა სახლში განაცხადეს, რომ სპეციალური დანიშნულების ძალებს სირიაში "სირიის დემოკრატიული ძალების" დასახმარებლად გაგზავნიდა, რომელიც ძირითადად ქურთი მებრძოლებისგან და სხვა მოკავშირეებისგან შედგება. ამ ძალების რანოდება თავდაპირველად 50-ზე ნაკლები იყო, თუმცა სამშაბათს 1-ელ დეკემბერს კარტერმა აღნიშნა, რომ პროგრამის წარმატების შემთხვევაში პენტაგონი სირიაში სპეციალური ძალების კონტიგენტს გაზრდის. 

კომენტარები