საკონსტიტუციო სასამართლო

წულუკიანი: საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმის დარგში პირველ ნაბიჯს გადავდგამ

ტაბულა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმირებას აპირებს. წულუკიანმა დღევანდელი მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ თქვა, რომ ძალიან მალე "საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმის დარგში პირველ, მოკრძალებულ, მაგრამ მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამს", თუმცა, მინისტრმა დეტალები არ დააკონკრეტა და ჟურნალისტები დატოვა.

წულუკიანის თქმით, კოლეგია, რომელიც რუსთავი 2-ის საქმეს განიხილავს, მიკერძოებულია.

"დიახ, საკონსტიტუციო სასამართლოს ეს კოლეგია არის მიკერძოებული, ვერც იქნება მიუკერძოებელი, რადგან იქ სხედან ნაციონალური მოძრაობის ყოფილი პოლიტიკური ლიდერები, პოლიტიკური თანამდებობის ყოფილი პირები, იქნება ეს ქალბატონი მაია თუ სხვა მოსამართლე. თავად ბატონი პაპუაშვილის მიუკერძოებლობაც, რა თქმა უნდა, ხშირ შემთხვევაში იწვევს ხოლმე კითხვის ნიშნებს, მაგრამ რაც არის, ეს არის.

თუკი საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვიტა, რომ საკუთარი მიუკერძოებლობის იმიჯის ხარჯზე მიიღოს ასეთი გადაწყვეტილებები, ჩვენი - ყველას ვალია, მათ გადაწყვეტილებებს დაველოდოთ და პატივი ვცეთ. თუმცა, ამ სასამართლოს გაჯანსაღება, იქნება ეს რეფორმირების თუ სხვა კუთხით, დასჭირდება. მე ვაპირებ, რომ ძალიან მალე საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმის დარგში პირველი, მოკრძალებული, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგა", - თქვა წულუკიანმა.

კომენტარები