შსს

ბახტრიონის ქუჩაზე ექსპერტ-კრიმინალისტები ასაფეთქებელ მოწყობილობას ეძებენ

metro.us

თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე ასაფეთქებელ მოწობილობას ეძებენ. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავი 2 შსს-ის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

ექსპერტ-კრიმინალისტები ამ წუთებში ბახტრიონის ქუჩაზე იმყოფებიან, სადაც ისინი ცოტა ხნის წინ სამართალდამცავ უწყებაში შესული შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდნენ.

დამატებით დეტალებზე უწყებაში არ საუბრობენ.

კომენტარები