აფეთქება ნაავთობტერმინალზე

ნავთობპლათფორმაზე მომხდარი აფეთქების გამო აზერბაიჯანში გლოვა გამოცხადდა

tjcnewspaper.com

კასპიის ზღვაში სახელმწიფო ნავთობკომპანია კომპანია Socar-ის კუთვნილ ნავთობპლათფორმაზე ხანძრის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ქვეყანაში ერთდღიანი გლოვა გამოცხადდა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განკარგულებით, ქვეყანაში გასართობი და სპორტული ღონისძიებები გადაიდო. აზერბაიჯანის საელჩოებში დროშები დაშვებულია.

ბაქოდან 120 კილომეტრით დაშორებულ გიუნეშლის ნავთობსაბადოზე მომხდარ ტრაგედიას ოფიციალური მონაცემებით ორი ადამიანი ემსხვერპლა, 29 კი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა. კიდევ 33 პირი  მაშველებმა გადაარჩინეს.

ოფიციალური ვერსიით, ნავთობპლატფორმაზე ხანძარი პარასკევს ღამით ძლიერი შტორმის გამო გაჩნდა, თავდაპირველად პლათფორმის თანამშრომლები მის ლოკალიზებას ახერხებდნენ, თუმცა შაბათს ცეცხლი გაძლიერდა და გვიან ღამით აფეთქებები დაიწყო.

Socar-ის ვიცეპრეზიდენტის თქმით, ხანძარი დღის ბოლომდე იქნება ლოკალიზებული. ამ დროისთვის უცნობია თუ რა მატერიალური ზარალი მიადგა კომპანიასა და გარემოს.

კომენტარები