ვენესუელა

ვენესუელის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციამ გაიმარჯვა

0 კომენტარი
ენრიკე კაპრილესი ფოტო: Reuters

ვენესუელაში ჩატარებულ არჩევნებში პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს პარტიამ საპარლამენტო უმრავლესობა ვერ მოიპოვა. უგო ჩავესის მიერ შექმნილი "ვენესუელის გაერთიანებული სოციალისტური პარტია" თავის ისტორიაში პირველად დამარცხდა. მათ მხოლოდ 46 საპარლამენტო მანდატი მოიპოვეს. ოპოზიციურმა პარტიამ "გაერთიანებული დემოკრატიული მრგვალი მაგიდა" კი 99 მანდატი მოიპოვა. დარჩენილი 22 მანდატის მფლობელის ვინაობა კი ჯერჯერობით უცნობია.

გამარჯვების შემდეგ ოპოზიციური პარტიის ლიდერმა ენრიკე კაპრილეს რადონსკიმ საკუთარ ამომრჩევლებს გამარჯვება მიულოცა და განაცხადა, რომ ვენესუელამ ერთადერთი სწორი გზა აირჩია.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ზურა ჯაფარიძე

კომენტარები