არჩევნები საფრანგეთში

საფრანგეთის რეგიონალურ არჩევნებში სარკოზის პარტიამ გაიმარჯვა

AFP

საფრანგეთის რეგიონალური არჩევნების მეორე ტურში ექსპრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის პარტია რესპუბლიკელებმა გაიმარჯვა. მათ ხმების 40.63 % დააგროვეს. პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის სოციალისტურ პარტიას ხმების 29.14 % ერგო, მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე ნაციონალურმა ფრონტმა კი მესამე ადგილი დაიკავა და ხმების 27.36 % მოაგროვა.

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას რეგიონალური არჩევნების პირველ ტურში 13-იდან 6 რეგიონში ლე პენის ნაციონალური ფრონტი ლიდერობდა. მეორე რაუნდში კი მისმა პარტიამ ვერცერთ რეგიონში ვერ გაიმარჯვა, თუმცა, ლე პენის პარტიამ პარლამენტში საკუთარი წარმომადგენლების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაზარდა. ლე პენი ამბობს, რომ მათ ვერაფერი შეაჩერებს. მისი მოსაზრებით, საფრანგეთში მთავარ ოპოზიციურ ძალად სწორედ ნაციონალური ფრონტი ჩამოყალიბდება.

კომენტარები