ტრანსპორტი

მერიამ თბილისის სატრანსპორტო კომპანია შესაძლოა კერძო ოპერატორს გადასცეს

0 კომენტარი
ფოტო: თბილსის სატრანსპორტო კომპანია

2016 წელს თბილისის მერია კვლევის ჩატარებას გეგმავს, რომლის მიხედვითაც უნდა შეიქმნას კონცეფცია, თუ რა მიმართულებით განვითარდება დედაქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ვიცემერის ირაკლი ლექვინაძის შეფასებით, არ არის გამორიცხული, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანია სამართავად კერძო ოპერატორს გადაეცეს. ამ დროისთვის უცნობია, თუ რა მოდელით შეიძლება მართავდეს კერძო ოპერატორი ამ კომპანიას და ექნება თუ არა მას სამგზავრო ტარიფების ცვლილების უფლება. 

"მომავალ წელს თბილისს ეყოლება ახალი ავტობუსები, გვექნება ასევე კვლევა, თუ როგორი უნდა იყოს არსებული სატრანსპორტო კომპანიის მომავალი, უნდა გაგრძელდეს მისი მართვა არსებული მოდელით თუ იმართოს კერძო ოპერატორის მიერ. ასევე გვექნება ტრანსპორტის ე.წ. მასტერპლანი, რომელიც მოგვცემს გადაწყვეტილებებს, როგორ უნდა იყოს უკეთესად ორგანიზებული მოძრაობა. დაგეგმილია კუს ტბა-ჭავჭავაძის საბაგიროს გახსნა, შეირჩევა ასევე ახალი საბაგირო ხაზი, დაგეგმილია 7 მეტროსადგურის გარემონტება და ვაგონების რეაბილიტაცია", - ამბობს ირაკლი ლექვინაძე.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია მერიის მიერ დაფუძნებული სახელმწიფო კომპანიაა. მისი აქტივების 100%-ს მერია ფლობს და მასში 5600 ადამიანი მუშაობს. კომპანიის აქტივები შედგება მეტროს გვირაბებისა და ვაგონებისგან, ავტობუსების პარკისა და საბაგირო გზისაგან. მერია ამ საკითხთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას არ ავრცელებს. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ნორვეგიის ელჩი: როგორც ქართველი თამადა იტყოდა, გაუმარჯოს საქართველოს ნათელ მომავალს

კომენტარები