ქრთამის აღება

ქრთამის აღების ფაქტზე კრწანისის გამგებლის მოადგილე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ქრთამის აღების ფაქტზე კრწანისის გამგებლის მოადგილე ნანა მაისურაძე დააკავეს. საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ბრალდებულმა კრწანისის რაიონის ტერიტორიულ ერთეულში შემავალ გულუას ქუჩაზე მდებარე სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთების აუქციონზე გატანაში, მასში გამარჯვებასა და მშენებლობისათვის საჭირო პროექტის დამტკიცებაში დახმარების სანაცვლოდ, მოქალაქისგან ქრთამის სახით აიღო 50 000 აშშ დოლარი.

კრწანისის რაიონის გამგებლის მოადგილე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე" ქვეპუნქტით დააკავეს, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

მომხდართან დაკავშირებით, რუსთავი 2-თან საუბარში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ მოქმედი ხელისუფლების პირობებში კორუფციას "გასაქანი არ მიეცა".

"კორუფციას ჩვენი ხელისუფლების პირობებში, როგორც ხედავთ, გასაქანი არ მიეცა. ნებიემიერი შემთხვევა, როდესაც კორუფციის ფაქტი გამოვლინდა, ძალიან სწრაფად გამოვლინდა და დამნაშავეები მიეცნენ პასუხისგებაში, მათ შორის შედის ბოლო შემთხვევაც", - თქვა თალაკვაძემ და აღნიშნა, რომ დანარჩენს კომპეტენტური მოსამართლე გადაწყვეტს.

კომენტარები