ვიზალიბერალიზაცია

ვიზალიბერალიზაციაზე ევროკომისიის ანგარიშის წარდგენა ისევ გადაიდო

www.uib.no

ვიზალიბერალიზაციაზე ევროკომისიის ანგარიშის გამოქვეყნება ისევ გადაიდო. საქართველოში ევროკავშირის ელჩის იანოშ ჰერმანის პრესკონფერენცია 14:30-ზე, სასტუმრო თბილისი მარიოტში იყო დაგეგმილი, თუმცა, ჰერმანი ევროკომისიის ანგარიშს მოგვიანებით წარადგენს.

"14:30-ზე დაგეგმილი იანოშ ჰერმანის პრესკონფერენცია გაიმართება მოგვიანებით თბილისი მარიოტში, ზუსტ დროს დამატებით შეგატყობინებთ", - აცხადებს ევროკავშირის წარმომადგენლობა.

საქართველოს შესახებ ანგარიშის გამოქვეყნებას ევროკომისია 15 დეკემბერს გეგმავდა, თუმცა "ტექნიკური დეტალების დაზუსტების" მიზეზით გადაიდო. 

კომენტარები