NDI-ის კვლევა

NDI: ევრაზიული კავშირი - 24%, ევროკავშირი - 58%

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 24% მიიჩნევს, რომ საქართველო უნდა გაწევრიანდეს ევრაზიულ კავშირში, ხოლო 58% ევროკავშირს ემხრობა. გამოკითხულთა 8% არცერთ მოსაზრებას არ ეთანხმება, 8%-მა არ იცის, ხოლო 2% პასუხზე უარს აცხადებს.

აღსანიშნავია, რომ აგვისტოს კვლევასთან შედარებით შემცირებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, ვინც ევრაზიულ კავშირს ირჩევს. აგვისტოში ამ მოსაზრებას 28% ეთანხმებოდა. ასევე, გაზრდილია ევროკავშირში გაწევრიანების მსურველთა პროცენტული მაჩვენებელი. აგვისტოს კვლევით ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას კვლევაში მონაწილეთა 47% უჭერდა მხარს.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ბოლო კვლევის საველე სამუშაოები 17 ნოემბერი -7 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 1881 ადამიანი. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC-საქართველო.

კომენტარები