დავით პეტრიაშვილი

დავით პეტრიაშვილი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის დაჯახების შედეგად გარდაიცვალა

facebook.com/evelinachokheli

უეფა-ს ეროვნულ ფედერაციებთან ურთიერთობის მენეჯერი დავით პეტრიაშვილი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის დაჯახებისას გარდაიცვალა.
ინფორმაცია სააგენტო ინტერპრესნიუსს საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაუდასტურეს. შემთხვევა 21 დეკემბრის გამთენიისას პეკინისა და ბახტრიონის ქუჩების კვეთაზე მოხდა. პეტრიაშვილი ქვეითად გზაზე გადადიოდა, რა დროსაც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი დაეჯახა.

საქმეს მთავარი პროკურატურა იძიებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. პროკურატურას ამ დროისთვის არავინ დაუკავებია.

დავით პეტრიაშვილი სხვადასხვა დროს იყო უეფა-ს და ფიფა-ს მატჩების დირექტორი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების საორგანიზაციო კომიტეტის წევრი და თბილისის დინამოს მმართველი დირექტორი.

კომენტარები