თბილისში, მცხეთის ქუჩაზე პროკურატურის მრჩეველი გიორგი ინწკირველი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავი 2 მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ნათია სუხიაშვილის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ინწკირველი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის, იარაღის უკანონო ტარებისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე, 353-ე და 236-ე მუხლებით.
გიორგი ინწკირველთან ერთად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლებითი დაკავებულია მისი ძმაც .არსებული ინფორმაციით, ინწკირველები დაკავების მომენტში ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.
"მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის მიერ დაკავებულია პროკურატურის მრჩეველი, გიორგი ინწკირველი, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის, იარაღის უკანონო ტარების და მუქარის ფაქტზე. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ს 151-ე 353-ე და 236-ე მუხლებით," - ნათქვამია განცხადებაში.





