სტიქია აშშ-ში

აშშ-ში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 43-მდე გაიზარდა

Reuters

ამერიკაში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 43-მდე გაიზარდა. ქვეყნის სამხრეთ შტატებს ბოლო 4 დღის განმავლობაში ერთდროულად ტორნადო, ქარბუქი და წყალდიდობა დაატყდა თავს.

სტიქიამ საერთო ჯამში ცხრა შტატი დააზარალა, მათ შორის ყველაზე მეტად - ტეხასი. დალასის რაიონს რამდენიმე დამანგრეველმა ტორნადომ გადაუარა. შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა და ასობით საცხოვრებელი სახლი განადგურდა.

კომენტარები