რეკლამა

გაიმარტივე წინასაახალწლო აურზაური ფუდპანდასთან ერთად

საახალწლო სამზადისს ვერ აუდიხარ? შენს სამსახურშია ფუდპანდა. შეუკვეთე უგემრიელესი საახალწლო მენიუებიდან ერთ-ერთი, გამოიყენე ვაუჩერის კოდი NEWYEAR20 და მიიღე 20%-იანი ფასდაკლება. გაიმარტივე წინასაახალწლო აურზაური ფუდპანდასთან ერთად!

ვარშტაინერი, შემოიხედე გენაცვალექვევრის მზეპილპილი  - შემოიხედეთ foodpanda.ge -ზე! - არ გამოტოვოთ საუკეთესო შემოთავაზებები. გამოიძახეთ ძალიან ძალიან გემრიელი კერძები.

რთულია, გემრიელზე და ძალიან გემრიელზე თქვა უარი, განსაკუთრებით, მომხიბვლელი შეთავაზების დროს! მით უფრო, თუ წვიმს, თოვს, ქარია ან დრო არ გაქვთ და ვერ ახერხებ ობიექტში მისვლას...

დეკემბრის შემოთავაზებების ცვენა იწყება, არ გამოტოვოთ და შემოიხედეთ foodpanda.ge-ზე! გამოიძახე ახლავე გემრიელი სენდვიჩები, ჰამბურგერები, პიცა, მწვადი, ხინკალი, გემრიელი ტკბილეული და სხვა. დაზოგე თანხა foodpanda-ზე, ისარგებლე დეკემბრის საოცარი შემოთავაზებებით.

ფუდპანდა და მისი პარტნიორები, მომხმარებელს ყოველდღიურად სიურპრიზს სთავაზობენ - შეიქმენი მაქსიმალური კომფორტი! გამოიძახე 150-ზე მეტი რესტორნიდან და ფუდპანდას კურიერი ადგილზე მოგართმევთ! სწრაფი კვების ბაზარზე საკვების ონლაინ შეკვეთა ვებ გვერდზე - www.foodpanda.ge - სულ უფრო მოთხოვნადი ხდება. ის მოსწონს ყველას - ნებისმიერი პროფესიისა თუ ასაკის ადამიანს, ნებისმიერ გარემოსა თუ გარემოცვაში. „ფუდპანდა" მომხმარებელს მარტივ, უსაფრთხო და უზარმაზარ არჩევანს სთავაზობს.

"მთელი დეკემბრის თვის განმავლობაში ჩვენს მომხმარებლებს ვთავაზობთ შეთავაზებებს, როგორიცაა უფასო მიტანის სერვისი, უფასო კოკა კოლა, 20%-იანი ფასდაკლება პიცებზე, სამარხვო შემოთავაზებები, კომბო მენიუ და სხვადასხვა ფასდაკლებები გელით", - აცხადებენ კომპანიაში.

გთავაზობთ საცივის მომზადების რეცეპტს

ქათმის საცივი ქართული კულინარიის კიდევ ერთი მარგალიტია, რომლის მომზადების წესი არც ისე მარტივია. დაამშვენეთ სადღესასწაულო სუფრა უგემრიელესი კერძით!

ინგრედიენტები: 1.5 კილოგრამი მთლიანი ქათამი ან ინდაური, 700 გრამი ნიგოზი, 5 თავი საშუალო ზომის ხახვი, 1 ჩაის კოვზი ხმელი ქინძი, 1 ჩაის კოვზი უცხო სუნელი, 1 სავსე ჩაის კოვზი ყვითელი ყვავილი, 1/2 ჩაის კოვზი დარიჩინი, 5 ცალი მიხაკი, 4 კბილი ნიორი, 1 სავსე ჩაის კოვზი, წითელი წიწაკა, მარილი გემოვნებისამებრ, 2 სუფრის კოვზი თეთრი ღვინის ძმარი.

მომზადების წესი: ჩაასხით ქვაბში 2 ლიტრი წყალი და მოათავსეთ ქათამი. დადგით საშუალო ცეცხლზე, სანამ ნახევრად არ მოიხარშება. შემდეგ ამოიღეთ მოწალული ქათამი ქვაბიდან და მოათავსეთ საცხობ ლანგარზე. კოვზით მოასხით ცხიმი, რომელიც ნახარშის ზედაპირზე დაგროვდა, და აცხვეთ 180C გრადუსზე, სანამ კარგად არ შეიბრაწება. მომზადებული ქათამი დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად. ნუ გადააქცევთ ნახარშს. თხლად დაჭერით ხახვი და 6-7 წუთის განმავლობაში შებრაწეთ ცოტაოდენ ცხიმში, რომელიც ნახარშის ზედაპირზე დაგროვდა. შემდეგ მოათავსეთ ჯამში და დაამუშავეთ ხელის ბლენდერით, ერთგვაროვანი მასის მისაღებად. ჩაასხით მიღებული სოუსი ქვაბში, რომელშიც ქათამი იხარშებოდა. ნიგოზი რამდენიმეჯერ გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში და თუ ხელით ცოტა ზეთსაც გამოწურავთ, გადაინახეთ ის საცივის მომზადების ბოლო ეტაპისთვის. დიდ თასში ჩაუმატეთ გატარებულ ნიგოზს ქინძი, უცხო სუნელი, ყვითელი ყვავილი, დარიჩინი და დაფქული მიხაკი. შეურიეთ ხელით და თუ ცოტა ზეთსაც გამოწურავთ, გადაინახეთ ის საცივის მომზადების ბოლო ეტაპისთვის. დანაყეთ ნიორი მარილთან და წიწაკასთან ერთად. შემდეგ ჩაუმატეთ ნიგვზიან მასას, ჩაასხით 2 სუფრის კოვზი თეთრი ღვინის ძმარიც და კარგად შეურიეთ. ნელ-ნელა ჩაასხით ხახვიანი ქათმის ნახარშიც და თან გამუდმებით ურიეთ. როცა კარგად შეურევთ, გადაწურეთ მიღებული მასა საცერში, ჩაასხით ისევ ქვაბში, ჩაუმატეთ დაჭრილი ქათმის ხორცი და მიიყვანეთ დუღილამდე.

და ბოლოს, გადმოდგით ცეცხლიდან და კარგად გააცივეთ. მოასხით ზეთი, თუკი გამოწურეთ და გემრიელად მიირთვით!

კომენტარები