ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ 2030-თან

ივანიშვილი: ირინა ენუქიძის დაჯილდოვება სპექტაკლის ნაწილი იყო

ბიძინა ივანიშვილი
ტაბულა

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტის მიერ გარდაცვლილი ირინა ენუქიძის დაჯილდოვებას დადგმულ სპექტაკლს უწოდებს.

ამის შესახებ ივანიშვილმა გადაცემა 2030-ში, ლევან მურუსიძის მოსამართლედ არჩევის კომენტირებისას განაცხადა. მან დაჯილდოვება სწორედ მურუსიძის თემას დაუკავშირა.

„რა დონეზეც ეს თემა მუსირებს დღეს, არაფერი ისეთი მსგავსიც კი არ ხდება და უნდათ ეს თემა წარმოქმნან და ეს სპექტაკლები, რაც დაიდგა, დაჯილდოება თუ სხვა. ეს ქალბატონი ყველანაირ ღირსებას იმსახურებდა ჩვენი საზოგადოებისგან, მაგრამ ის, როგორც გაკეთდა, ეს სპექტაკლის ნაწილი იყო“ - განაცხადა ივანიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 22 დეკემბერს პრეზიდენტმა სანდრო გირგვლიანის დედა (გარდაცვალების შემდეგ) თამარ მეფის ორდენით დააჯილდოვა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ირინა ენუქიძე იბრძოდა ადამიანებისთვის, ჰუმანურობისთვის. 

კომენტარები