კრიმინალი

საქალაქო სასამართლომ ლევან კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორის, დავით კირკიტაძის ძმას, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. თავად ლევან კირკიტაძე მომხდარს შს სამინისტროს მიერ დაგეგმილ პროვოკაციას უწოდებს და ამბობს, რომ მასზე და მისი ოჯახის წევრებზე პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა თბილისში, დიღმის მასივის მე-5 კვარტალში, "უხეშად დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მოქალაქეს, თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღი ჩაარტყა და ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა".

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილი ხულიგნობის (საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილი) ფაქტზე მიმდინარეობს.

კომენტარები