სამთავრობო ცვლილებები

კვაჭანტირაძე: პრემიერი მინისტრთა კაბინეტში რაიმე ცვლილებას ვერ ასცდება

0 კომენტარი
ფოტო: cp.ge

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე თვლის, რომ პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სამთავრობო ცვლილებებს ვერ ასცდება. 

"ამაზე თავის დროზე ჯერ კიდევ პრემიერმინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა განცხადება, ამაში ვერაფერს ვხედავ უცნაურს. თუ მიაქციეთ ყურადღება, მე ყველა განცხადებაში ხაზს ვუსვამდი იმას, რომ პრემიერმინისტრი ამ გადაწყვეტილებას, უბრალოდ, ვერ ასცდება, რომ რაიმე ცვლილება მაინც არ შეიტანოს მინისტრთა კაბინეტში. ეს არის პრემიერის გადასაწყვეტი", - თქვა კვაჭანტირაძემ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, რომლებმაც საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდს", ბურდღუნიჩას მიმართეს - VIDEO

კომენტარები