თავდასხმა ტაბულას ჟურნალისტებზე

ტაბულას ჟურნალისტებს კოტე აფხაზის ქუჩაზე, რესტორან ჭაშნაგირში თავს დაესხნენ

0 კომენტარი

კოტე აფხაზის ქუჩაზე, რესტორან ჭაშნაგირში ტაბულას ჟურნალისტებს, ირაკლი კიკნაველიძეს, ლევან სუთიძეს, ნინო მაჭარაშვილსა და ტაბულას ყოფილ თანამშრომელს, ავთო ქორიძეს, თავს დაესხნენ.

ტაბულას ჟურნალისტის, ირაკლი კიკნაველიძის თქმით, რამდენიმე პირმა მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და რესტორნის ინვენტარი დააზიანა. კიკნაველიძის თქმით, თავდამსხმელები მოტივად "ტაბულას მიერ ეკლესიის გინებას" ასახელებდნენ. 

კიკნაველიძის თქმით, მას და მასთან მყოფ პირებს მსუბუქი დაზიანებები აქვთ მიღებული.

შემთხვევის ადგილზე იმყოფება პატრული.

არჩევნები 2016

კომენტარები