თავდასხმა ტაბულას ჟურნალისტებზე

ხოშტარია: ჟურნალისტებზე თავდასხმა იმის შედეგია, რომ დამნაშავეები არ ისჯებიან

ელენე ხოშტარია
თეორემა/ტაბულა

არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს რეფორმების ასოციაციის თანადამფუძნებლის ელენე ხოშტარიას შეფასებით, ტაბულას ჟურნალისტებზე თავდასხმა საზოგადოებაში შექმნილი იმ კლიმატის შედეგია, როდესაც მსგავსი დანაშაულის ჩამდენები არ ისჯებიან.

"ეს არის საზოგადოებაში შექმნილი კლიმატის შედეგი, როდესაც მსგავსი დანაშაულისთვის, პრაქტიკულად, არ ისჯებიან და წაქეზებაც ხდება ხელისუფლების მხრიდან. ხშირად პოულობენ გამართლებას მსგავსი აგრესიისთვის. ეს არის საშიში მთლიანად ჩვენი საზოგადოებისთვის და არამხოლოდ ერთი ტელეკომპანიისთვის", - ამბობს ხოშტარია.

ტაბულას ჟურნალისტებსა და ყოფილ ჟურნალისტს თბილისის ერთ-ერთ რესტორანში თავს გუშინ დაესხნენ. რამდენიმე პირმა მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და რესტორნის ინვენტარი დააზიანა. თავდამსხმელები მოტივად "ტაბულას მიერ ეკლესიის გინებას" ასახელებდნენ. შსს-მ გამოძიება ცემის მუხლით დაიწყო.

კომენტარები