კრიმინალი

შსს: ვახტანგ ქირიას მკვლელობაში ბრალდებული ბიძინა კუჭავაა

Getty Images

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო სამხარეო პროკურორის, ვახტან ქირიას მკვლელობაში ბრალდებული ბიძინა კუჭავაა. კუჭავამ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შსს-ს ინფორმაციით, ბინა, რომელშიც ქირიას ცხედარი იპოვნეს, ბიძინა კუჭავამ დაიქირავა. ქირიას ცხედარს კი დანაწევრების საწყისი ეტაპისთვის დამახასიათებელი კვალი ემჩნეოდა. კუჭავამ კი თავი პოლიციის მიერ დევნის ოპერაციის დაწყების შემდეგ მოიკლა. შსს-ში ამტკიცებენ, რომ ქირიასა და კუჭავას ახლო ნათესაური კავშირი ჰქონდათ, ჩადენილი დანაშაული კი არ არის პროკურორ ქირიას სამსახურეობრივ მდგომარეობასთან კავშირში. გამოძიება განზახ მკვლელობის მუხლითაა დაწყებული. 

ოჯახის წევრების ინფორმაციით, ვახტანგ ქირია სახლიდან 13 იანვარს, დაახლოებით 16:15-ზე გავიდა და მას მობილური ტელეფონი გამორთული ჰქონდა. მოგვიანებით, მათივე თქმით, გარდაცვლილის მობილური ტელეფონი რუსთავში, გამვლელმა იპოვნა. მისი ცხედარი 16 იანვარს, ქავთარაძის ქუჩაზე, ერთ-ერთ ბინაში იპოვნეს. 

კომენტარები