ლავროვი: გვაქვს ინფორმაცია, რომ ISIS-ს პანკისში საწვრთნელი ბაზები აქვს

სერგეი ლავროვი
http://www.dailystar.com.lb/

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის თქმით, მოსკოვს აქვს ინფორმაცია, რომ ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს პანკისში საწვრთნელი ბაზები აქვს.

"პანკისის ხეობაში ტერორისტული საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს, რადგან პერიოდულად ვრცელდება ინფორმაცია, რომ პანკისის ხეობაში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებს საწვრთნელი ბაზები აქვთ, რაც სახიფათოა", - თქვა ლავროვმა. მისი თქმით, სწორედ ხეობაში არსებული ვითარება იყო რუსეთ-საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის დაწესების ერთ-ერთი მიზეზი.

კომენტარები