Apple-ის გაყიდვები

Apple წელს iPhone-ის გაყიდვების შემცირებას პროგნოზირებს

cbsistatic.com

კომპანია Apple-ის ინფორმაციით, iPhone-ის გამოშვებიდან პირველად, წელს აღნიშნული პროდუქტის გაყიდვები შემცირდება.

Apple-მა პირველ კვარტალში 74.8 მილიონი iPhone გაყიდა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის გაყიდვებს მცირედით (74.5 მილიონი) აღემატება.

Apple-ის ვარაუდით, მომავალი კვარტლის შემოსავალი 50-53 მილიარდი დოლარი იქნება, რაც ნაკლებია იმ პროგნოზზე, რომელზეც კომპანია ერთი წლის წინ საუბრობდა (58 მლრდ).

კომენტარები