ყალბი ფულის დამზადება

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი 20-ლარიანების დამზადებისთვის 3 პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ყალბი ფულის დამზადება - გასაღების ფაქტზე სამი პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით, ალექსანდრე დ., მარიამ მ. და გიორგი ჩ. სხვადასხვა დანაშაულისთვის არაერთხელ ნასამართლევი არიან.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები, თბილისში არსებულ სხვადასხვა ობიექტებში სისტემატიურად ახდენდნენ მათ მიერ, კუსტარული წესით დამზადებული, ერთი და იგივე სერიული ნომრის მქონე ყალბი 20 ლარიანი კუპიურების გასაღებას. გამოძიების ამ ეტაპზე დადასტურებულია ალექსანდრე დ.-ს, მარიამ ბ.-სა და გიორგი ჩ.-ს მიერ, ჯგუფურად, 222 ცალი ყალბი 20 ლარიანი კუპიურის  გასაღების ფაქტი. ასევე, ბრალდებულთა საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია ყალბი კუპიურების დასამზადებელი ტექნიკური აღჭურვილობა. ბრალდებულებს  ემუქრებათ თავისუფლების აღკვეთა 7-დან 10 წლამდე ვადით“ - აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები