ქართული ოცნების პოლიტსაბჭო

ქართული ოცნების თავმჯდომარის პოსტზე კვირიკაშვილის კანდიდატურა დასახელდება

პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ყრილობაზე, თავმჯდომარის პოსტზე პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა დასახელდება, - გადაწყვეტილება ერთხმად პარტიის პოლიტსაბჭომ მიიღო.

პარტიის პრესსამსახურის ცნობით, გიორგი კვირიკაშვილი "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრი გახდა. ეს საკითხი პარტიის სამდივნომ გუშინ განიხილა და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო.

პარტიის თავმჯდომარეს ირჩევს ყრილობა, რომელიც გაზაფხულზე გაიმართება. 

ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას, კვირიკაშვილი პრემიერმინისტრის რანგში დღეს პირველად ესწრებოდა.

კომენტარები