NCDC: გრიპის ვირუსის გავრცელების ტემპი იკლებს

დააადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გამოქვეყნებული ახალი მონაცემების თანახმად, დაავადების გავრცელების ტემპი იკლებს.

ამ დროისთვის, ლაბორატორიულად დადასტურებულია 255 შემთხვევა, გარდაცვლილია 8 ადამიანი. გარდაცვალების მიზეზი ყველა შემთხვევაში დაგვიანებული მკურნალობა აღმოჩნდა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე ორსულებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

"მესამედან მეოთხე კვირის ჩათვლით, გვაქვს ზრდის ტენდენციის შემცირება. გვაქვს გარდაცვალების 8 შემთხვევა, აქედან 7 გამოწვეულია H1N1 ვირუსით, ხოლო ერთი H3N2-ით. ყველა შემთხვევაში, სამწუხაროდ, ადგილი აქვს დაგვიანებულ მიმართვას. ვირუსი აგრესიულია ახალგაზრდა ადამიანებისადმი, განსაკუთრებით ორსულებისადმი და ქრონიკული დაავადებებით ავადმყოფებისადმი. ამიტომ ხაზს ვუსვამ და ვთხოვ ფეხმძიმე ქალბატონებს, თუ არის პირველი სიმპტომები არსებული ინფექციის, მიმართონ ოჯახის ექიმს", - თქვა გამყრელიძემ.

კომენტარები