ქრთამის აღება

ქრთამის მოთხოვნა-აღების ბრალდებით თბილსერვის ჯგუფის თანამშრომელი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის მოთხოვნისა და აღების ბრალდებით, თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული შპს თბილსერვის ჯგუფის თანამშრომელი მიხეილ მეთაფლიშვილი დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული ერთ-ერთ მოქალაქეს დაპირდა თბილსერვის ჯგუფში დასაქმებას, სანაცვლოდ კი, ქრთამის სახით მოითხოვა და აიღო 1500 ლარი.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 6-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარები