მკვლელობა

6 თებერვალს ქალის მკვლელობაში ბრალდებული მისი ყოფილი ქმარია

Getty Images


თბილისში წუხელ ღამით მკვლელობა მოხდა. ცეცხლსასროლი იარაღით მოკლულია 32 წლის ქალი ლია ტ. შსს-ს ცნობით, მკვლელობაში ბრალდებულია მოკლულის ყოფილი ქმარი, 1976 წელს დაბადებული აბრამ ზ. ბრალდებული თბილისშივე, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 6 თებერვლის ღაამეს კუკიის დასახლებაში, უფლისციხის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფილ მეუღლეს ცეცხლსასროლი იარაღით თავის არეში ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ადგილზე გარდაიცვალა.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით მიმდინარეობს.

კომენტარები