რეკლამა

საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი ფინანსების მართვის შესახებ ტრენინგს იწყებს

საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი არაფინანსისტებისთვის ფინანსების მართვის კურსს იწყებს. ტრენინგი განკუთვნილია მათთვის, ვინც არის მენეჯერულ პოზიციაზე, ან ფლობს საკუთარ ბიზნესს და აინტერესებს, რამდენად წარმატებულად მიმდინარეობს მის ორგანიზაციაში ფინანსური პროცესი. მათთვის. ვისაც სურს. ზუსტად ესმოდეს - რა სურთ ფინანსისტებს და მიიჩნევს, რომ კარიერული ზრდისთვის ფინანსების საბაზისო ცოდნა აუცილებელია.

საქართველოს ბანკის ცნობით, ტრენინგის მონაწილეები შეისწავლიან ფინანსების საბაზისო საკითხებს და კონცეფციებს. ტრენინგზე, დიდი დრო დაეთმობა პრაქტიკული დავალებების შესრულებას. სასწავლო კურსი დაიწყება 29 თებერვალს და დასრულდება 15 აპრილს.

ტრენინგები ჩატარდება ორშაბათს და პარასკევს, 19:00-იდან 22:00 საათამდე.

ტრენინგზე დარეგისტრირების მსურველებს შეუძლიათ, [email protected]ზე გაგზავნონ რეზიუმე და მოკლე სამოტივაციო წერილი, ან დარეგისტრირდნენ ონლაინ - www.bog.edu.ge.

არაფინანსისტებისთვის ფინანსების მართვის შესახებ ტრენინგზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა 20 თებერვალი.

კომენტარები